Thursday, April 28, 2011
გამოყენებული მასალა
http://mzemzemze.blogspot.com/p/tanamedrove-poezia.html
icode.ge
google.ge
wikipedia.org
youtube.com
icode.ge
google.ge
wikipedia.org
youtube.com
თანამედროვე პოეზია
***
ლიანდაგებზე ჭრიალი ბორბლის,
ხალხით სავსეა თეთრი ვაგონი,
მატარებელი შორიდან მოდის,
ჩვენ კი ხუთნი ვართ ამის გამგონი.
ირგვლივ კლდეები, მომთმენი ჟამის,
მწვანე ველები სისხლით ნაშოვნი,
მატარებელი შორიდან მოდის,
ნელ-ნელა ვრჩებით ოთხი გამგონი.
მდინარეები, წყურვილი სულის,
პირუტყვს არ ტოვებს გარეთ პატრონი,
მატარებელი შორიდან მოდის,
სამნი ვართ უკვე ამის გამგონი.
სიბნელე, ღამე, კივილი სოფლის,
და ვარსკვლავების ფართო კარდონი,
მატარებელი შორიდან მოდის,
გვერდი გვერდს ვსხედვართ ორი გამგონი.
ლიანდაგები, ჭრიალი ბორბლის,
ხალხით სავსეა თეთრი ვაგონი,
მატარებელი შორიდან მოდის,
დავრჩი ეულად ამის გამგონი. ბიჭი ივანისვილი
მუცოს გაზაფხული
არა, არ ვიცი, რა ჰქვია ნაპირს,
როცა განწყობა მაღლა აიწევს,
როცა სამშობლო ლურჯთვალა აპრილს,
თოთო ბავშვივით გულზე დაიწვენს.
რამ ამაცეტა ამრიგად, მკიხე,
რომ არ მივტირი ძირს და სიძველეს,
მხრებდაბზარული თორღვაის ციხე,
აპრილის წვიმით პირს გაისველებს.
ეს მიხარია-ბილიკებს უვალს,
კვლავ მთავაზობენ, ჭალები, მთები,
ისევ აქა ვარ, მადლობა უფალს,
მთაში ლურჯთვალა გაზაფხულს ვხვდები. გელა დაიაური
ლიანდაგებზე ჭრიალი ბორბლის,
ხალხით სავსეა თეთრი ვაგონი,
მატარებელი შორიდან მოდის,
ჩვენ კი ხუთნი ვართ ამის გამგონი.
ირგვლივ კლდეები, მომთმენი ჟამის,
მწვანე ველები სისხლით ნაშოვნი,
მატარებელი შორიდან მოდის,
ნელ-ნელა ვრჩებით ოთხი გამგონი.
მდინარეები, წყურვილი სულის,
პირუტყვს არ ტოვებს გარეთ პატრონი,
მატარებელი შორიდან მოდის,
სამნი ვართ უკვე ამის გამგონი.
სიბნელე, ღამე, კივილი სოფლის,
და ვარსკვლავების ფართო კარდონი,
მატარებელი შორიდან მოდის,
გვერდი გვერდს ვსხედვართ ორი გამგონი.
ლიანდაგები, ჭრიალი ბორბლის,
ხალხით სავსეა თეთრი ვაგონი,
მატარებელი შორიდან მოდის,
დავრჩი ეულად ამის გამგონი. ბიჭი ივანისვილი
მუცოს გაზაფხული
არა, არ ვიცი, რა ჰქვია ნაპირს,
როცა განწყობა მაღლა აიწევს,
როცა სამშობლო ლურჯთვალა აპრილს,
თოთო ბავშვივით გულზე დაიწვენს.
რამ ამაცეტა ამრიგად, მკიხე,
რომ არ მივტირი ძირს და სიძველეს,
მხრებდაბზარული თორღვაის ციხე,
აპრილის წვიმით პირს გაისველებს.
ეს მიხარია-ბილიკებს უვალს,
კვლავ მთავაზობენ, ჭალები, მთები,
ისევ აქა ვარ, მადლობა უფალს,
მთაში ლურჯთვალა გაზაფხულს ვხვდები. გელა დაიაური
სურათები და ლექსები
ქართული პოეზია
გალაკტიონ ტაბიძე - უსიყვარულოდ
უსიყვარულოდ
მზე არ სუფევს ცის კამარაზე,
სიო არ დაჰქრის, ტყე არ კრთება
სასიხარულოდ...
უსიყვარულოდ არ არსებობს
არც სილამაზე,
არც უკვდავება არ არსებობს
უსიყვარულოდ.
მაგრამ სულ სხვაა სიყვარული
უკანასკნელი,
როგორც ყვავილი შემოდგომის
ხშირად პირველს სჯობს,
იგი არ უხმობს ქარიშხლიან
უმიზნო ვნებებს,
არც ყმაწვილურ ჟინს, არც ველურ ხმებს
იგი არ უხმობს...
და შემოდგომის სიცივეში
ველად გაზრდილი,
ის გაზაფხულის ნაზ ყვავილებს
სულაც არა ჰგავს...
სიოს მაგივრად ქარიშხალი
ეალერსება
და ვნების ნაცვლად უხმო ალერსს
გარემოუცავს.
და ჭკნება, ჭკნება სიყვარული
უკანასკნელი,
ჭკნება მწუხარედ, ნაზად, მაგრამ
უსიხარულოდ.
და არ არსებობს ქვეყანაზე
თვით უკვდავება,
თვით უკვდავებაც არ არსებობს
უსიყვარულოდ!
1914
"რად ყვედრი კაცსა ბანოვანო, პირუმტკიცობას?
თუ ემდური შენ ტრფიალობისა ცვალებადს გრძნობას,
რომ არ გემჭვალვის საუკუნო ტრფიალობითა:
ჰგავს არ პასუხს ჰცემ შენ სულით მშვენიერითა.
სილამაზეა ნიჭი მხოლოდ ხორციელების,
და ვით ყვავილი თავის დროზე სწრაფად დაჭკნების,
ადრეთვე გულიც, მხოლოდ მისდა შენამჭვალები,
ცვალებადია, წარმავალი და უმტკიცესი!
მშვენიერება ნათელია, ზეცით მოსილი,
რომლით ნათდება ყოვლი გრძნობა გული და სული,
და კაცსა შორის, ვით კერძოსა ღვთაებობისა,
რად გწამს არ იყოს საუკუნე მადლი ტრფობისა?
თვით უკვდავება მშვენიერსა სულში მდგომარებს,
მას ვერც შემთხვევა და ვერ ხანი ვერ დააბერებს.
მხოლოდ კავშირი ესრეთ სულთა ჰშობს სიყვარულსა,
ეგარდმო, ადლით დაუხსნულად დამტკიცებულსა!
მხოლოდ მათ შორის არის გრძნობა, ესრეთ სანიკველი,
რომ მის უტკბილეს არც თუ არის სასუფეველი!
მას ცისა სხვით აცისკროვნებს მშვენიერება,
და უკვდავებით აგვირგვინებს ჭეშმარიტება!
ნიკოლოზ ბარათაშვილი
უსიყვარულოდ
მზე არ სუფევს ცის კამარაზე,
სიო არ დაჰქრის, ტყე არ კრთება
სასიხარულოდ...
უსიყვარულოდ არ არსებობს
არც სილამაზე,
არც უკვდავება არ არსებობს
უსიყვარულოდ.
მაგრამ სულ სხვაა სიყვარული
უკანასკნელი,
როგორც ყვავილი შემოდგომის
ხშირად პირველს სჯობს,
იგი არ უხმობს ქარიშხლიან
უმიზნო ვნებებს,
არც ყმაწვილურ ჟინს, არც ველურ ხმებს
იგი არ უხმობს...
და შემოდგომის სიცივეში
ველად გაზრდილი,
ის გაზაფხულის ნაზ ყვავილებს
სულაც არა ჰგავს...
სიოს მაგივრად ქარიშხალი
ეალერსება
და ვნების ნაცვლად უხმო ალერსს
გარემოუცავს.
და ჭკნება, ჭკნება სიყვარული
უკანასკნელი,
ჭკნება მწუხარედ, ნაზად, მაგრამ
უსიხარულოდ.
და არ არსებობს ქვეყანაზე
თვით უკვდავება,
თვით უკვდავებაც არ არსებობს
უსიყვარულოდ!
1914
"რად ყვედრი კაცსა ბანოვანო, პირუმტკიცობას?
თუ ემდური შენ ტრფიალობისა ცვალებადს გრძნობას,
რომ არ გემჭვალვის საუკუნო ტრფიალობითა:
ჰგავს არ პასუხს ჰცემ შენ სულით მშვენიერითა.
სილამაზეა ნიჭი მხოლოდ ხორციელების,
და ვით ყვავილი თავის დროზე სწრაფად დაჭკნების,
ადრეთვე გულიც, მხოლოდ მისდა შენამჭვალები,
ცვალებადია, წარმავალი და უმტკიცესი!
მშვენიერება ნათელია, ზეცით მოსილი,
რომლით ნათდება ყოვლი გრძნობა გული და სული,
და კაცსა შორის, ვით კერძოსა ღვთაებობისა,
რად გწამს არ იყოს საუკუნე მადლი ტრფობისა?
თვით უკვდავება მშვენიერსა სულში მდგომარებს,
მას ვერც შემთხვევა და ვერ ხანი ვერ დააბერებს.
მხოლოდ კავშირი ესრეთ სულთა ჰშობს სიყვარულსა,
ეგარდმო, ადლით დაუხსნულად დამტკიცებულსა!
მხოლოდ მათ შორის არის გრძნობა, ესრეთ სანიკველი,
რომ მის უტკბილეს არც თუ არის სასუფეველი!
მას ცისა სხვით აცისკროვნებს მშვენიერება,
და უკვდავებით აგვირგვინებს ჭეშმარიტება!
ნიკოლოზ ბარათაშვილი
რა არის პოეზია?
,,პოეზია მადლია, ნიჭია, რომელიც ეძლევა კაცთა, ღვთივ რჩეულთა’’
/ილია/
/ილია/
პოეზია (ბერძნ.: ποίησις "ვქმნი") — ხელოვნების უძველესი ფორმა, რომელშიაც ენა გამოიყენება მისი ესთეტიკური თვისებების გამო, მის მნიშვნელობასთან ერთად (ან ნაცვლად). მისი განსაზღვრის ერთ-ერთი ყველაზე ადრეული მცდელობა არისტოტელეს მიერ ყურადღებას ამახვილებს სიტყვის გამოყენებაზე რიტორიკაში, დრამაში, სიმღერასა და კომედიაში.[1]
1. ფართო მნიშვნელობით მთელი მხატვრული ლიტერატურა, წარმოდგენილი პროზითა და პოეზიით.
2. მხატვრული ლიტერატურის ერთ-ერთი ძირითადი ფორმა, რომელიც განსხვავდება პროზისგან მხატვრული ენის სხვადასხვაგვარიმეტრულ-რიტმული ორგანიზაციით, ე.ი. რიტმული იმპულსით, სიტყვათა ნაკადის მეტრულ-რიტმულად ურთიერთშეფარდებულ მონაკვეთებად - სალექსო სტრიქონებად დაყოფით (რომელიც უგულებელყოფს სინტაქსურ დაყოფას), თანმიმდევრულად გამოხატული ბგერითი სიმეტრიით, ემოციურ-ექსპრესიული ფოკუსირებით.
პოეზიის საწყისები სინკრეტიზმშია, როცა სიტყვები მუსიკა და ცეკვა ერთ მთლიანობას წარმოადგენდა. პოეზიისა და მუსიკის მჭიდრო კავშირი განპირობებულია მათი ძირითადი მასალის ბგერითი ბუნებით. ჩვეულებრივი მეტყველებისგან პოეზია განსხვავდება სიტყვების განსაკუთრებული წყობით, სადაც სინტაქსი ემორჩილება რიტმულ-ინტონაციურ პერიოდულობას, რაც სათანადო ფსიქოლოგიურ-ესთეტიკურ ეფექტს ქმნის.
პოეზია რენესანსის ეპოქამდე ბატონობდა, ხოლო მხატვრული პროზის ხელოვნებად ჩამოყალიბების შემდეგ იგი აგრძელებს მის პარალელურად არსებობას. ხშირია პროზასა და პოეზიას შორის შუალედური ჟანრებისა და ფორმების შექმნაც, მაგრამ მათ გამყოფად ყოველთვის რჩება ლექსის სტრიქონად ორგანიზებული მეტყველება, რიტმულ-ინტონაციური პერიოდულობა, რომელიც ნათლად აირეკლა ლექსითი მეტყველების ლათინურ სახელწოდებაში: versus – “უკან დაბრუნება” (იგულისხმება ლექსითი სტრიქონის უკან დაბრუნება ხელახალი, პერიოდული განმეორებისთვის)
Subscribe to:
Posts (Atom)